ჩემს შესახებ

გამარჯობა 💛 ხატვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური და მნიშვნელოვანი პროცესია. ამიტომ თითოეულ ნამუშევარს აქვს თავისი ისტორია და საკუთარი ენერგია. ბავშვობიდან ვიზრდები მხატვრების ოჯახში და სწორედ ეს გარემო გახდა ჩემი ყველაზე დიდი შთაგონება და საფუძველი.

ჩემს ნამუშევრებში იპოვით როგორც სიმშვიდეს, ისე ძლიერ ემოციას. თუ გსურთ თქვენს სივრცეს მეტი სითბო, დადებითი ენერგია და კარგი განწყობა შემატოთ — სწორ ადგილას ხართ. გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას გალერეაში ✨